ჯეიმს აპატურაი: გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ ძალიან სამწუხაროა, ყველა პარტიამ უნდა დაუჭიროს მხარი რეფორმების იმპლემენტაციას

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილება 19 აპრილის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ ძალიან სამწუხაროა”, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი აცხადებს.

მისი თქმით, ყველა პარტიამ უნდა დაუჭიროს მხარი რეფორმების იმპლემენტაციას.

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ ძალიან სამწუხაროა. ეს შეთანხმება არის საუკეთესო გზა იმ რეფორმებისთვის, რომელიც საქართველოს სარგებელს მოუტანს და დაეხმარება ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლაში. სწორედ ამიტომ შეიტანა საქართველომ შეთანხმების განხორციელება ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში, რაც დაეხმარება საქართველოს მოემზადოს ნატო-ში გასაწევრიანებლად. ყველა პარტიამ, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა დაუჭიროს მხარი რეფორმების იმპლემენტაციას, რაც აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული მიზნების მისაღწევად,“ – წერს ჯეიმს აპატურაი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები