ბადრი ჯაფარიძე: გავაგრძელებთ ბრძოლას პარლამენტიდან
“გავაგრძელებთ ბრძოლას პარლამენტიდან, რათა მიღებული იქნას საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც გათვალისწინებულია შარლ მიშელის შეთანხმებით. უნდა ჩაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები”, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა ხალხის დემოტივაცია ვერ უნდა შეძლოს.
“გავაგრძელებთ ბრძოლას პარლამენტიდან, რათა მიღებული იქნას საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც გათვალისწინებულია შარლ მიშელის შეთანხმებით. უნდა ჩაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. რაც მთავარია არ შევუწყოთ ხელი “ქართულ ოცნებას”, რომ მოხდეს ჩვენი ამომრჩევლის დემოტივაცია, უიმედობაში გადაყვანა და მოვახერხოთ ყველამ ერთად, რომ 2 ოქტომბერს აქტიურად მოვიდეს ყველა ჩვენი თანამოქალაქე და უარი უთხრას ხელისუფლებას”,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.