ბადრი ჯაფარიძე: რა შუაშია “ნაცმოძრაობა”, შეთანხმების დამრღვევი “ქართული ოცნებაა”
“რა შუაშია „ნაციონალური მოძრაობა“, შეთანხმების დამრღვევი არის „ქართული ოცნება“, – ასე უპასუხა “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ კითხვას – რამდენად თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრებათ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ განვითარებულ პროცესებში.
ჯაფარიძის თქმით, „ქართული ოცნება” ცდილობს შეთანხმების დარღვევა “ნაციონალურ მოძრაობას” გადააბრალოს.
„ნაციონალური მოძრაობა“ არანაირ კავშირში არ არის „ქართული ოცნების“ ნაბიჯთან. „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა ხელი, „ნაციონალური მოძრაობა“ მას შეუერთდებოდა თუ არა, შეთანხმება შედგა, ჩვენ ვართ აბსოლუტურად თანაბარი ხელმომწერები, ვინც ხელი მოვაწერეთ. ეს არის უსირცხვილო მცდელობა გადააბრალონ პარტიას, რომელიც არ შეუერთდა შეთანხმებას. რა შუაშია „ნაციონალური მოძრაობა”? დამრღვევი შეთანხმების არის „ქართული ოცნება”, „ნაციონალური მოძრაობა” რომ არ შეუერთდა, ეს მათი გადაწყვეტილებაა, მაგრამ დამრღვევია „ქართული ოცნება”,- განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისათვის, „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გუშინ გააკეთა. კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა.