ალეკო ელისაშვილი: გული მისკდება, რას იტყვიან შარლ მიშელი და ევროკავშირი

“ფერი ფერს და მადლი ღმერთსო, ასეა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ საქმე, შინაარსით ზუსტად ერთნაირები არიან”, – ამის შესახებ “მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით ევროკავშირის და თავად შარლ მიშელის განცხადებებს ელის.

„ფერი ფერს და მადლი ღმერთსო“, ასეა „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ზუსტად ერთნაირები არიან შინაარსით, ფერები აქვთ სხვადასხვა. თავისი პარტიული ჭუჭრუტანის იქით ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც „ქართული ოცნება“ ვერ იხედება. ჯერ არ გაუვრცელებია განცხადება შარლ მიშელს და ევროკავშირს. გული მისკდება, რას იტყვიან ისინი. ეს კარგს რომ არაფერს მოუტანს ქვეყანას, როგორც მოიქცა „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ცხადია”,- განაცხადა ელისაშვილმა

ცნობისათვის, „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გუშინ გააკეთა. კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები