ლევან ხაბეიშვილი – რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად იქნება

“ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, მოსახლეობაში ნიჰილიზმი დათესონ, რომ არჩევნები არ იქნება. მე მინდა ყველა დავარწმუნო, რომ რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად იქნება”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს 30%-ზე მეტი მხარდაჭერა არ აქვს.

“ქართულმა ოცნებამ” და კობახიძემ დღეს გააკეთეს კაპიტულაციის შესახებ განცხადება, მათ ფაქტობრივად აღიარეს ჯერ არ ჩატარებულ არჩევნებში დამარცხება. ისინი ცხადად ხედავენ, რომ 30%-ზე მეტი მხარდაჭერა არ აქვთ. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, მოსახლეობაში ნიჰილიზმი დათესონ, რომ არჩევნები არ იქნება. მე მინდა ყველა დავარწმუნო, რომ რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად იქნება.

რაც შეეხება პარლამენტში საქმიანობის გაგრძელება-არგაგრძელებას, თქვენ იცით, რომ ბოლო პერიოდში “ენმ” იყო ბოიკოტის რეჟიმში, იქნება კონსულტაციები პარტიაში, ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ პარლამენტში არ ვიყოთ წარმოდგენილი. ამაზე უფრო მთავარია 2 თვეში ჩასატარებელი არჩევნები. “ოცნება” არის დამარცხებული და ამას დასჭირდება გაფორმება”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები