იშვილა რუსი გოგონა, მიაღწია მონასტრის დაარსებას, იტანჯებოდა სიკვდილის წინ – ნორბერტ კუხინკეს ცხოვრება

ნორბერტ კუხინკეს უნიკალური ბედი ჰქონდა: მას არ ჰქონდა სამსახიობო განათლება, მაგრამ კინოს ვარსკვლავი გახდა… საბჭოთა კინოს ვარსკლავი, მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი ჟურნალისტი იყო. გიორგი დანელია ფილმის – „შემოდგომის მარათონის“ – გამოსვლის შემდეგ კუხინკე მთელ საბჭოთა კავშირში გახდა ცნობილი.

ნორბერტს რუსული კულტურა შეუყვარდა, რომელსაც რამდენიმე ათწლეული სწავლობდა, მან იშვილა რუსი გოგონა და მართლმადიდებელი გახდა.

ნორმბერტი 1940 წლის 5 მაისს სილეზიაში დაიბადა. იმ დროს აღნიშნული ტერიტორია გერმანიის შემადგენლობაში იმყოფებოდა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს მიწები პოლონეთს გადაეცა. იმ წლებში თითქმის მთელი გერმანული მოსახლეობა სახლებიდან გაყარეს, მაგრამ კუხინკეს ოჯახისთვის ხელი არ უხლიათ, ვინაიდან მომავალი მსახიობის მამა პატივცემული მეშახტე იყო.

დასახლებაში, სადაც ნორბერტის ოჯახი ცხოვრობდა, ბევრი იძულებით გადაადგილებული აფარებდა თავს ბელორუსიდან და დასავლეთ უკრაინიდან. ამიტომ, იქ რუსულად ვერ საუბრობდნენ. კუხინკემ ენა კარგად ისწავლა, მაგრამ მაინც აქცენტით საუბრობდა.

სასკოლო წლებში ნორბერტი და მისი ოჯახი მაინც გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მან ტექსტილის საინჟინროზე და დიზაინზე ისწავლა, მაგრამ დიპლომის მიღების შემდეგ სპეციალობით სამუშაოდ არ წასულა და ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა ეკონომიკურ ჟურნალ Capital-ში – ანალიტიკურ განხილვებს წერდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე.

ერთხელ ნორბერტმა საბჭო საკონდიტრო ფაბრიკაზე, „წითელ ოქტომბერზე“ დაწერა პუბლიკაცია, რის შემდეგაც ის გამოცემა Spiegel-ში მიიწვიეს სამუშაოდ, შემდეგ კი, ამავე გამოცემამ, სპეციალური კორესპონდენტის სახით, ის მოსკოვში გაგზავნა სამუშაოდ.

კუხინკე ძალიან კარგად იცნობდა გიორგი დანელიას გადამღებთა გუნდის ერთ-ერთ წევრს. როდესაც რეჟისორი 1979 წელს მსახიობებს არჩევდა საკუთარი ფილმისთვის, მას პროფესორ ბილ ჰასენსეს როლზე სწორად ის ურჩიეს.

ცნობადობა ძალიან ეხმარებოდა ნორბერტს ჟურნალისტად მუშაობაში, მის წინაშე ბევრი კარი იღებოდა. ასევე აქტიურად იწვევდნენ კინოში გადასაღებად, მაგრამ იშვიათად თანხმდებოდა.

რუსული კულტურის შესწავლის დროს ნორბერტ კუხინკე მართლმადიდებელი გახდა, ის ღვთისმსახურებაში იღებდა მონაწილეობას, ასევე ბევრ ტაძარს სტუმრობდა. მაგრამ, მსახიობის მთავარი საქმე ამ კუთხით წმინდა გიორგის მამათა მონასტრის მშენებლობის ინიციატივა გახდლათ ქალაქ გეტშენდორფში, გერმანიაში.

ნორბერტი თვლიდა, რომ მხოლოდ ქრისტიანობას შეეძლო ადამიანთა გაერთიანება ერთი იდეის ქვეშ და მეორე მსოფლიო ომის შედეგად გამოწვეული განხეთქილების აღმოფხვრა. ამიტომ, საკუთარ ამოცანას კუხინკე ქრისტიანული კულტურის გავრცელებაში ხედავდა. მან CD დისკებიც კი გამოუშვა მართლმადიდებლური გალობებით.

მეუღლეს ნორბერტი მთელი ცხოვრება კატიას ეძახდა. მათ ქორწინებაში ვაჟი კრისტოფერი შეეძინათ, ხოლო 1995 წელს რუსი მხატვრის, ლეონიდ პურიგინის ქალიშვილი, 9 წლის დუნია იშვილეს. მხატვარს თავიდან მეუღლე დაეღუპა, ხოლო ერთი თვის შემდეგ თავადაც გარდაიცვალა. კუხინკეს მეუღლე გოგონას ნათლია იყო.

ნორბერტისა და კატიას სახლში, ბერლინში ბევრი მართლმადიდებლური ხატი იყო და ასვევე, რუსული წიგნები. კუხინკე ამბობდა, რომ შთაგონებას იღებდა რუსული კულტურიდან. 2012 წელს მსახიობსა და ჟურნალისტს სიმსივნე აღმოაჩნდა. კუხინკე ერთ წელზე მეტხანს იყო ავად – სისხლის გადასხმას ყოველდღე უკეთებდნენ. 2013 წლის დეკემბერში ნორბერტი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საკუთარი ცხოვრების განმავლობაში, ამ ადამიანმა ბევრი კეთილი საქმე აკეთა, რომელთა წყალობითაც, ადამიანების მეხსიერებაში ის სამუდამოდ დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები