კელი დეგნანი: ჟურნალისტებმა საქმე უნდა აკეთონ დაშინების, ძალადობის გარეშე – შემაშფოთებელია, რომ რამდენადაც ვიცი, თავდასხმების ორგანიზატორები დაკავებულები არ არიან

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ საჭიროა საქმეების მიუკერძოებელი გამოძიება.

მისივე თქმით, ჟურნალისტებმა დაშინების და ძალადობის გარეშე უნდა აკეთონ საქმე.

„კარგია ნახვა, რომ ადამიანები დააკავეს და მიმდინარეობს გამოძიება. საჭიროა საქმეების მიუკერძოებელი, პროფესიონალური გამოძიება. ვიცით, პოლიცია კარგად არის განსწავლული, რომ ეს გააკეთოს. გამოძიებას გარკვეული დრო სჭირდება. შემაშფოთებელია, რომ რამდენადაც ვიცი, ორგანიზატორები დაკავებული არ არიან. ეს იყო ორგანიზებული, მიზანმიმართული თავდასხმები და მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზატორებმა პასუხი აგონ. ჟურნალისტებმა საქმე უნდა აკეთონ დაშინების და ძალადობის გარეშე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები