თეა წულუკიანი: პრემიერის ინიციატივა, რომ მილიონი ლარით გაზრდილიყო კულტურაზე ხელმისაწვდომობის ბიუჯეტი, პარლამენტმა გაიზიარა
„მადლობას ვუხდი პარლამენტს, ვინაიდან მათ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომ ერთი მილიონი ლარით გაზრდილიყო კულტურაზე ხელმისაწვდომობის ბიუჯეტი, სულ რამდენიმე დღის წინ გაიზიარა”,- ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მინისტრმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა განათლების სამინისტროსგან კულტურის სამინისტროს გამოყოფაზე.
„მადლობას ვუხდი პარლამენტს, ვინაიდან მათ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომ ერთი მილიონი ლარით გაზრდილიყო კულტურაზე ხელმისაწვდომობის ბიუჯეტი, სულ რამდენიმე დღის წინ გაიზიარა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ თანხას ძალიან ეფექტიანად გამოვიყენებთ.
ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა პრემიერის ინიციატივითა და პარლამენტის მხარდაჭერით. მახსოვს, თითოეული დეპუტატის მონდომება, რომლის შედეგიცაა მიმდინარე წლის მარტში განათლების სამინისტროსგან კულტურის სამინისტროს გამოყოფა, რამაც უნდა მისცეს ახალი სიცოცხლე ორგანიზაციებს, რომლებიც ამ სამინისტროს ექვემდებარება და მეტად ეფექტურად გააღრმავოს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.