საქართველოში ორჯერ ვაქცინირებულებში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა – მარინა ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ორჯერადად ვაქცინირებულ ადამიანებში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ამის შესახებ მან “კვირას” დასმული კითხვის პასუხად განუცხადა, რომელიც ვაქცინირებულთა ლეტალობის შესაძლო შემთხვევას ეხებოდა.

როგორც “კვირას” ენდელაძემ განუცხადა ვაქცინა მოქალაქეებს კარგად იცავს.

“ჩემი ინფორმაციით, საქართველოში ორჯერადად ვაქცინირებულ ადამიანებში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ვაქცინა კარგად იცავს”, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები