ძლიერი წვიმის გამო მაღალმთიან რეგიონში რამდენიმე გზაზე შეზღუდვები დაწესდა
ძლიერი წვიმის შედეგად, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (სოფელ საყდართან), ადიდებულმა მდინარემ დააზიანა ხიდი და საავტომობილო გზა, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ასევე, ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარე ენგურმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 165-ე კმ-ზე (კალა-იფარი) რკინა-ბეტონის ხიდს გამოურეცხა მარცხენა ბურჯის საყრდენი. აღნიშნულ მონაკვეთზეც აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე სწავლობენ ვითარებას და ამუშავებენ გეგმას, როგორც სტიქიის სალიკვიდაციო, ისე გაწმენდითი სამუშაოების დასაწყებად, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს საავტომობილო მომისვლა. პარალელურად წვიმის შედეგად, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე, ჩამოვიდა მიწა-კლდის შვავი. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა ამ დროისათვის მოძრაობა უკვე აღდგენილია ცალმხრივად და უახლოეს მომავალში აღდგება სრულად, – აღნიშნულია ინფორმაციაში.