რა შემთხვევაში და რომელი ვაქცინითაა შესაძლებელი ორსულების აცრა – პაატა იმნაძის განმარტება
რა შემთხვევაში და რომელი ვაქცინითაა შესაძლებელი ორსულების აცრა – ამ საკითხის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„სინოფარმსა“ და „სინოვაკს“ ინსტრუქციაში უწერია, რომ ორსულები არ იცრება, იმიტომ, რომ ორსულებზე კლინიკური კვლევები არაა დამთავრებული. შესაბამისად, თუ კვლევები არ იქნება, ინსტრუქციაში ვერ ჩაწერენ ინსტრუქციაში.
„ფაიზერს“ ინსტრუქციაში უწერია, რომ ექიმისა და ორსულის კონსულტაციის შედეგად შესაძლებელია იმ ორსულების აცრა, ვინც მაღალი რისკისაა. ასე რომ, დღევანდელი სიტუაციით „ფაიზერით“ ორსულების აცრა შესაძლებელია, „სინოფარმითა“ და სინოვაკით“ კი ჯერჯერობით არა“,- განაცხადა იმნაძემ.