ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კახა კუჭავას შეხვდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე, მხარეებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ამ წუთებში, რიკ დაემსი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. როგორც ოპოზიციონერები აცხადებენ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის მთავარი თემა შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებული შეთანხმების შესრულებაა.
​შეხვედრა დაგეგმილია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან. რიკ დაემსი ქვეყანას 28 ივლისს დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები