ხობში რამდენიმე მოჭიდავე, მათ შორის, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია დააკავეს

ხობის ცენტრში 2 დღის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ რამდენიმე მოჭიდავე, მათ შორის, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია დააკავა.

არსებული ინფორმაციით, სასურსათო მაღაზიასთან რამდენიმე პირს პოლიციამ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, მათ კი სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

როგორც ,,კვირას” შსს-ში განუცხადეს, ორი პირის ( ნუგზარ წურწუმია და ნიკა ყორშია) მიმართ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. რაც შეეხება ინციდენტში მონაწილე კიდევ ორ პირს (ზაზა დათეშიძე და ვარლამ კვარაცხელია), მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარედგინათ, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები