ანრი ოხანაშვილი: დღეს რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების სრული კაპიტულაცია გაფორმდა
დღეს რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების სრული კაპიტულაცია გაფორმდა, – ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით 9 თვის განმავლობაში არგუმენტიც კი ვერ წარმოადგინა.
„იძებნება საბოტაჟში მხილებული ოპოზიცია – პარლამენტის შენობაში ვერ ვპოულობთ. დღეს რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების სრული კაპიტულაცია გაფორმდა. ეს არის სრული ლუსტრაცია და კაპიტულაცია ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან, რომელთაც მთელი 9 თვის განმავლობაში არგუმენტიც კი ვერ წარმოადგინეს – იქნებ, გივი მიქანაძემ დასკვნის ტექსტში არასწორი ინფორმაცია ჩაწერა?! მათ ერთი კონკრეტული კონტრარგუმენტი ვერ წარმოადგინეს, თუ რას ეყრდნობოდა მათი პოზიცია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.