ეკატერინე ტიკარაძე: ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებულია, ყველანაირად ვცდილობთ, ჩვენმა მოქალაქეებმა არ იგრძნონ, რომ არიან უყურადღებოდ

ყველანაირად ვცდილობთ, ჩვენმა მოქალაქეებმა არ იგრძნონ, რომ არიან უყურადღებოდ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებულია.

„ყველანაირად ვცდილობთ, ჩვენმა მოქალაქეებმა არ იგრძნონ, რომ არიან უყურადღებოდ. ამ ეტაპისთვის, ოჯახის ექიმები დაახლოებით 20 ათას მოქალაქეს მართავენ ბინაზე. მობილიზებული არის სრული რესურსი, რომელიც შარშან მეორე ტალღის პერიოდში მართავდა პაციენტებს ბინაზე. აქედან გამომდინარე, მათი კომპეტენცია შესაფერისი არის. 30%-ით არის გაზრდილი სასწრაფოს გამოძახებები, რაც რა თქმა უნდა პროცესს დროში აფერხებს, თუმცა სასწრაფო რეაგირებს პირველ რიგში პრიორიტეტულ და მწვავე ზარებზე. რაც შეეხება კლინიკურ სასტუმროებს, დღესდღეობით ტურიზმი არის სრულად გახსნილი, აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სექტორისთვის საჭირო სასტუმროების რესურსის დროული მობილიზაცია ვერ მოხდა, თუმცა ამ ეტაპისთვის გარკვეული რესურსი მობილიზებულია. ჰოსპიტალური სექტორი არის მობილიზებული“, – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები