ხატია დეკანოიძე: უკვე დაწყებული გვაქვს აქტიური კამპანია ნიკასი, ელენესი, ზურა გამოჯანმრთელდება მალე და ამის შემდეგ მთელი ფართომასშტაბიანი კამპანია იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, რეგიონებში მალე მნიშვნელოვან საარჩევნო კამპანიას დიწყებენ.

მისი თქმით, რეგიონებში ფართო კონსულტაციები გრძელდება.

„ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს აქტიური კამპანია ნიკასი, ელენესი, ზურა გამოჯანმრთელდება მალე და ამის შემდეგ მთელი ფართომასშტაბიანი კამპანია იქნება, მათ შორის თბილისში. კოორდინაციაზე საუბარი გრძელდება მაჟორიტარულ ოლქებზე და ცნობილია, რომ ჩვენ არ ვაყენებთ მაჟორიტარობის ჩვენს კანდიდატებს თბილისში, ასევე გრძელდება რეგიონებში ფართო კონსულტაციები. ძალიან მალე რეგიონებში მართლაც მნიშვნელოვან კამპანიას დავიწყებთ. მე პირადად ვაპირებ, ყველა რეგიონში ჩავიდე და აქტიურად ვიყო ჩართული ამ კამპანიებში. ამიტომ, სრული სვლით წინ და უკვე ნამდვილად დროა, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვალოს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები