ბათუმის სტადიონზე მომხდარი ინციდენტის ფაქტზე, შსს-მ ერთი პირი დააკავა.
შემთხვევა გუშინ, მოხდა. უეფას კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე, „დინამო ბათუმისა“ და ბორისოვოს „ბატეს“ შეხვედრაზე, ბათუმელი ფანები შეხვედრაზე დასასწრებად ჩამოსულ ბელორუს გულშემატკივართა მცირე ჯგუფს დაუპირისპირდნენ.
თვითმხილველის თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როცა თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე „ბატემ“ „დინამო ბათუმის“ კარში გოლი გაიტანა, რასაც ბელორუსი გულშემატკივრების სიხარული მოჰყვა.
გოლის გატანამ და ბელორუსი გულშემატკივრების აღტაცებამ „დინამო ბათუმის“ ფანების ერთი ჯგუფი გააღიზიანა და მათ ჩხუბი დაიწყეს. დაიწყო შეხლა-შემოხლა, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.