თეა წულუკიანი – ჟურნალისტებს: ღარიბაშვილი და გომელაური არ უნდა გადადგნენ, ისინი თქვენ უნდა გადააყენოთ, თუ რამის თავი გაქვთ

“არა, ღარიბაშვილი და გომელაური არ უნდა გადადგნენ, ისინი თქვენ უნდა გადააყენოთ, თუ რამის თავი გაქვთ”, – ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

მისი თქმით, ,,ტვ პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება, გამოძიების პირველადი შედეგებით, სავარაუდოდ, არ უნდა უკავშირდებოდეს 5 ივლისს.

,,არა, ღარიბაშვილი და გომელაური არ უნდა გადადგნენ, ისინი თქვენ უნდა გადააყენოთ. თუ რამის თავი გაქვთ. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ეს დადგინდება გამოძიების შედეგად. პირველადი შედეგები ექსპერტიზის აჩვენებს, რომ, სავარაუდოდ, არავითარი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი 5 ივლისსა და გარდაცვალების ფაქტს შორის არ უნდა არსებობდეს. კიდევ ერთხელ გპასუხობთ, გადააყენეთ თქვენ თვითონ, მთავრობა აგერ ვარ და გადამაყენეთ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები