გია ვოლსკი: პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც გუშინ „ნაცმოძრაობის“ სატელიტად მოიაზრებოდნენ, ხვდებიან, რომ სადისტური მმართველობის გამეორება შეუძლებელი იქნება
„ვფიქრობ, მათი მთავარი იარაღი კვლავ დესტრუქცია და დეზინფორმაციის გავრცელება იქნება”,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციასა და თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, მედიამ სწორი ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებაზე იმუშაოს.
„ვფიქრობ, მათი მთავარი იარაღი კვლავ დესტრუქცია და დეზინფორმაციის გავრცელება იქნება. მნიშვნელოვანია, რომ მედიამ სწორი ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებაზე იმუშაოს, რის დიდ სურვილსაც ვერ ვხედავ. დედაქალაქში იმდენი რამეა გაკეთებული, რომ საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით თავისი აზრი აქვს. როცა დესტრუქციაზე, აგრესიასა და დაპირისპირებაზეა საუბარი, ამის რესურსი ნამდვილად აქვს ჩვენს ოპონენტებს, მათ შორის ნიკა მელიას. პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტად მოიაზრებოდნენ, ხვდებიან, რომ ასეთი სადისტური მმართველობის გამეორება და ამ თემის ჩრდილში მოქცევა შეუძლებელი იქნება. ეს საზოგადოებას ახსოვს და შესაბამისად, პოლიტიკური გადარჩენისთვის საკუთარი პროგრამის წარმოჩენაა საჭირო, ეს ეხება კონკრეტულ ადამიანებს. არ შეიძლება, „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს დაუდგე მაშინ, როცა ზუსტად იციან, რომ სისხლიანი დანაშაულები აქვთ ჩადენილი“, – განაცხადა ვოლსკიმ.