კახა კალაძე: დღეს სახალხო არტისტის, სცენის დედოფლის – ნანი ბრეგვაძის დაბადების დღეა, მინდა, ვუსურვო დღეგრძელობა
თბილისის მერი, კახა კალაძე ნანი ბრეგვაძეს 85 წლის იუბილეს ულოცავს.
“დღეს სახალხო არტისტის, სცენის დედოფლის – ნანი ბრეგვაძის დაბადების დღეა.
ქალბატონმა ნანიმ ნამდვილად შექმნა ეპოქა და საქართველო მისი შემოქმედებით გააცნო მსოფლიოს.
მაღალმა საშემსრულებლო ხელოვნებამ, რომლის გამოც მას აფასებს როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი მსმენელი, ქალბატონი ნანი ჩვენი ქვეყნის ელჩად აქცია და ის დიდი ხანია, ქართული კულტურის უცვლელ სახეს წარმოადგენს.
მინდა, ვუსურვო მას დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა!”, – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.