თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია
თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 20-მდე ეკიპაჟი მუშაობს.
ცნობისთვის, ლაღიძის ქუჩაზე ცეცხლი მიტოვებულ შენობაში გაუჩნდა, სადაც არსებული ინფორმაციით, ერთი ოჯახი ცხოვრობდა. ხანძრის შედეგად ორი პირი მსუბუქად დაშავდა, მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.