ლაღიძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად ორი პირი მსუბუქად დაშავდა
თბილისში, რევაზ ლაღიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი პირი მსუბუქად დაშავდა.
ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ექიმებიც, რომელთა თქმით, ერთ-ერთ დაშავებულს პირველი ხარისხის დაზიანება აქვს.
ცნობისთვის, რევაზ ლაღიძის ქუჩაზე ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ცეცხლი ერთ-ერთ შენობას გაუჩნდა, მოქალაქეების თქმით, შენობაში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობდა.