რომან გოცირიძე: ჩვენი პროტესტი იყო მხარდაჭერა ჟურნალისტებისადმი, ერთწუთიანი პერფორმანსი ვერ აიტანეს და, ფაქტობრივად, ჩაშალეს სხდომა

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტში გუშინ განვითარებული მოვლენები შეაფასა.

„გუშინ ჩვენი პროტესტი იყო მხარდაჭერა ჟურნალისტებისადმი. ერთწუთიანი პერფორმანსი ვერ აიტანეს და, ფაქტობრივად, ჩაშალეს სხდომა, საბაბად გამოიყენეს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი აქედან გაეპარებინათ. იხელთეს დრო, თავი დაიძვრინეს და გაექცნენ შეკითხვებს. მორალურად და პოლიტიკურად ყველაზე სწორი იქნებოდა, შინაგან საქმეთა მინისტრს მოეხადა ბოდიში და გადამდგარიყო“, – განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 18 ივლისს, საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა. პარლამენტში, შს მინისტრს გამოსვლა ოპოზიციამ შეაწყვეტინა. სხდომაზე, ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები