“შარლ მიშელთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა, პრეზიდენტ მიშელს მივაწოდე ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი ამოცანა საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებაა.
„შარლ მიშელთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა, პრეზიდენტ მიშელს მივაწოდე ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან. ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება და პირობები სრულდება, რაც შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. აქვე მას ვუთხარი, რომ სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდ ნაწილს შეთანხმებაზე ხელი არა აქვს მოწერილი, რაც დიდი შემაფერხებელი ფაქტორია პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციის და დამშვიდებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა საქართველოში სტაბილური ვითარების და მშვიდობის შენარჩუნება – ეს არის ძირითადი მესიჯი, რაც ჩვენ პრეზიდენტ მიშელს გავუზიარეთ. ამაზე აბსოლუტურად სრული თანხმევდრა გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.