ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის სურვილს, არჩევნების გარეშე მოხდეს მათი ხელისუფლებაში მოხვედრა, ამას არც მიშელთან ჩივილი უშველის და არც არავისთან

“ოპოზიციის სურვილს, არჩევნების გარეშე მოხდეს მათი ხელისუფლებაში მოხვედრა, ამას არც შარლ მიშელთან ჩივილი უშველის და არც არავისთან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის რიტორიკაში სიახლე არაფერია.

“ოპოზიციის რიტორიკაში არაფერი სიახლე არ არის. როდესაც ოპოზიცია საარჩევნო ადმინისტრაციაზე საუბრობს, უნდა აღინიშნოს, რომ მათ ამბიციურ საკანონმდებლო ცვლილებებს – “საარჩევნო კოდექსში” განხორციელებულ ცვლილებებს ხმა არ მისცეს. ამის შემდეგ, ნათელი იყო, თუ როგორი იქნებოდა მათი დამოკიდებულება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. ერთადერთი არგუმენტი, რაც მათ აქვთ, ადამიანების დაბულინგებას უკავშირდება, ანუ თუ შენ სადმე მუშაობ, აპრიორი ნიშნავს, რომ ბულინგის მსხვერპლი იქნები. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მიმდინარეობს სასამართლო სისტემის რეფორმა, აქ ჩვენ საგნობრივად ვსაუბრობთ ყოველთვის და არა ლოზუნგებით. არ დარჩენილა ქაღალდზე დაწერილი არც ერთი რეკომენდაცია, რომელიც ვენეციის კომისიის მხრიდან არის მოწოდებული საქართველოსთვის, რაც არ შესრულებულიყოს და ამავდროულად, არ დარჩენილა არც ერთი პუნქტი, რომელიც მიშელის შეთანხმებაშია ასახული, რომელზეც ხელი მოვაწერეთ, რაც ზუსტად ისე არ შესრულდა. გამომდინარე აქედან, ოპოზიციის სურვილს, არჩევნების გარეშე მოხდეს მათი ხელისუფლებაში მოხვედრა, ამას არც მიშელთან ჩივილი უშველის და არც არავისთან“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები