სოზარ სუბარი: 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, ყველა დამნაშავე, ვის მიმართაც კონკრეტული ბრალი გამოიკვეთება, შესაბამისი სიმკაცრით აგებს პასუხს

“ათი დღე გავიდა და 20-ზე მეტი ადამიანი დაკავებულია, კიდევ უფრო მეტს ბრალი აქვს წარდგენილი, აღარაფერს ვამბობ ადმინისტრაციულ დაკავებებზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, ყველა დამნაშავე, ვის მიმართაც კონკრეტული ბრალი გამოიკვეთება, შესაბამისი სიმკაცრით აგებს პასუხს.

„ათი დღე გავიდა და 20-ზე მეტი ადამიანი დაკავებულია, კიდევ უფრო მეტს ბრალი აქვს წარდგენილი, აღარაფერს ვამბობ ადმინისტრაციულ დაკავებებზე. მტკიცებულებების შეგროვებას მაღალი სტანდარტი და დრო სჭირდება. როდესაც ორგანიზატორზე, სატელევიზიო გამოსვლასა და სოციალურ ქსელში დადებულ პოსტზე ვლაპარაკობთ, ამ შემთხვევაში, მტკიცებულების სტანდარტი უფრო მყარი უნდა იყოს. ბუნებრივია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამისთვის დრო სჭირდება. ვხედავთ, რომ აშშ-ში დღემდე ხდება ადამიანების დაკავება კაპიტოლიუმში შეჭრის გამო – ეს იმიტომ, რომ გამოძიებას დრო და შესაბამისი მტკიცებულებები სჭირდება. ყველა დამნაშავე, ვის მიმართაც კონკრეტული ბრალი გამოიკვეთება, შესაბამისი სიმკაცრით აგებს პასუხს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები