ამირან გამყრელიძე: „მოდერნას“ ვაქცინაზე, ამ ეტაპზე, უარი ითქვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „მოდერნას“ ვაქცინაზე ამ ეტაპზე უარი ითქვა.

„მოდერნასთან“ ძირითადი არსი გახლდათ, რომ მოწოდების დრო იყო მომავალი 2022 წელი. პირობები არცთუ მისაღები იყო. მოგეხსენებათ „მოდერნა“ ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა. ბევრი იყო მასთან მოლაპარაკება, მაგრამ როცა 2021 წელს გვიჭირს ვაქცინების მოპოვება, ნაკლები ხელმისაწვდომობა იყო. ძირითადი აქცენტი იყო 2022 წელზე, ამიტომაც, ამ ეტაპზე, უარი ითქვა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები