მედიის წარმომადგენლები პროკურატურასთან იმყოფებიან

მედიის წარმომადგენლები მთავარ პროკურატურასთან იმყოფებიან. ისინი პროკურატურაში ირაკლი შოთაძის სახელზე განცხადებას შეიტანენ.

მათი მოთხოვნა 5-6 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ყველა მოძალადის დასჯა, ასევე, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადადგომაა.

,,ჩხრეკა ამას არ სჭირდება, 10 დღის შემდეგ რა უნდა იპოვონ დამნაშავეების სახლებში. ციხეში უნდა წავიდნენ ეგენი. გარდა ამისა, ბარტყების გადმოგდება ხელისუფლებას არ ეყოფა, ღარიბაშვილი უნდა წავიდეს”, – განაცხადა ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები