ირაკლი ქადაგიშვილი: რეკომენდაციები გათვალისწინებულია, გვჭირდება, რომ თითო მოსამართლეზე, დაახლოებით, 300-მდე საქმე არ იყოს ჩამოკიდებული უზენაეს სასამართლოში

“გვჭირდება, რომ თითო მოსამართლეზე, დაახლოებით, 300-მდე საქმე არ იყოს ჩამოკიდებული უზენაეს სასამართლოში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით რეკომენდაციები სრულად გათვალისწინებულია.

“იყო მოცემულობა ასეთი, რომ სასამართლო რეფორმის დროს გაგვეთვალისწინებინა სასამართლო რეფორმის რეკომენდაციები. რეკომენდაციები არის სრულად გათვალისწინებული. ბოლოს და ბოლოს, გვჭირდება, რომ სასამართლო ფუნქციონირებადი იყოს და თითო მოსამართლეზე, დაახლოებით, 300-მდე საქმე არ იყოს ჩამოკიდებული უზენაეს სასამართლოში, რაც სასამართლოს მუშაობისა და თვითონ მოქალაქეებისათვის სამართლის აღსრულების შეფერხებას იწვევს,” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები