გიორგი ვაშაძე: ირაკლი კობახიძეს მივმართავ, თუ კვლავ გააგრძელებთ შეთანხმების დარღვევას, თქვენ გელოდებათ სანქციები როგორც მაკროფინანსურ დახმარებაზე, ასევე, პერსონალური

“ირაკლი კობახიძეს მივმართავ, თუ კვლავ გააგრძელებთ შეთანხმების დარღვევას, თქვენ გელოდებათ სანქციები როგორც მაკროფინანსურ დახმარებაზე, ასევე, პერსონალური”, – ამის შესახებ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხელისუფლებას 19 აპრილის შეთანხმების კონკრეტულ შინაარსზე მიუთითა.

„მივმართავ ირაკლი კობახიძეს, შარლ მიშელის მესამე ნაწილი მართლმსაჯულებას ეხება. თქვენ გინდათ, რომ ეს ყოველთვის უკუღმართად წაიკითხოთ და ისე განმარტოთ, როგორც გჩვევიათ. დღეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა 19 აპრილის შეთანხმების კონკრეტულ შინაარსზე მიგითითათ. პირდაპირ გეუბნებით, თუ თქვენ კვლავ გააგრძელებთ შეთანხმების დარღვევას, თქვენ გელოდებათ სანქციები როგორც მაკროფინანსურ დახმარებაზე, ასევე, პერსონალური“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები