ამირან გამყრელიძეს ინფორმაციით, საქართველოში „ინდური შტამის“ ცირკულაცია 30%-მდე გაიზარდა

საქართველოში დელტა შტამის ცირკულაცია, დაახლოებით, 30%-ს შეადგენს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

„შეიქმნა გარკვეული პრობლემები, რომელიც, როგორც ვიცი, გამოსწორდა ბავშვებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ახლა სწორედ ამ „დელტა“ შტამის გავრცელების და პირდაპირ გეტყვით, რომ უკვე მისი ცირკულაცია ასცილდა 20%-ს, სადღაც ჩვენ ვანგარიშობთ 20-დან 30%-ს შორის საერთო ცირკულაციაში დელტა შტამის, რომელიც, სამწუხაროდ, უფრო ერჩის ახალგაზრდებს და ბავშვებს. ამიტომაც, გარკვეული პერიოდი იყო პრობლემები, მაგრამ მე ვიცი სამინისტროსგან, რომ ბავშვთა საწოლფონდთან დაკავშირებული პრობლემებიც სწორდება“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები