ეკატერინე ტიკარაძე: ველოდით, რომ IT სამსახური სისტემის უკეთ მართვას შეძლებდა

“IT სამსახური ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე და ველოდით, რომ გაფართოებული გუნდური მუშაობით ისინი სისტემის უკეთ მართვას შეძლებდნენ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ყველა იმ კიბერშეტევიდან გამომდინარე, რომელიც წინა პერიოდში ჯანდაცვის სისტემების წინააღმდეგ განხორციელდა, მათ დაიჭირეს თადარიგი და IT სამსახურები ყველა პრობლემის იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრაზე მარტიდან მუშაობენ, თუმცა, გუშინ ხარვეზი ისევ განმეორდა.

„არსებობდა წინასწარი დასკვნა, რომ, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, სისტემები ვერ უძლებს დატვირთვას და ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ფერხდება. IT სამსახური ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე და ველოდით, რომ გაფართოებული გუნდური მუშაობით ისინი სისტემის უკეთ მართვას შეძლებდნენ. ჯანდაცვის სამინისტრო სრულად იღებს პასუხისმგებლობას. მეც და ჩემმა მოადგილემაც გუშინ ბოდიში მოვიხადეთ შექმნილი უხერხულობის გამო. პროცესში ჩართულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ის უწყება, რომელსაც გააჩნია კომპეტენცია IT უსაფრთხოების მიმართულებით“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები