ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპზე სავალდებულო ვაქცინაცია არ იგეგმება

“სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯერ ჩვენ არ ვმსჯელობთ, რადგან შეიმჩნევა ვაქცინაციის მაღალი აქტივობა, როგორც სამედიცინო პერსონალისგან, ისე სხვადასხვა ჯგუფის მოქალაქეებისგან”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება.

„ჩვენ ჯერ კიდევ დაველოდებით მათ ნებაყოფლობით გადაწყვეტილებას, რადგან ვთვლით, რომ ეს არის ადამიანის ინდივიდუალური გადაწყვეტილება და ეს უნდა მოხდეს შეგნების, გააზრების დონეზე და არ გვაქვს სურვილი აქ სავალდებულოება ჩავრთოთ. თუმცა ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე და როგორი იქნება აქტივობა, შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ამ ეტაპზე სავალდებულო ვაქცინაცია არ იგეგმება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები