დავით სერგეენკო: არ ვარ დაგმობის გამოხატვის სპეციალისტი, არ ჩამომართვათ ირონიზებაში, მაგრამ მე რაც შემეძლო, გავაკეთე და იგივე გააკეთეს ჩემმა კოლეგებმაც
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, 5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გუნდში ყვლას მკაფიო პროტესტი ჰქონდა.
„პროტესტისა და დაგმობის გარდა, არ შეიძლება, ნორმალურ ადამიანს ამაზე სხვა რეაქცია ჰქონდეს. შეიძლება, დაგმობის ფორმა იმ წუთში საჯაროდ არ იყო გაჟღერებული, მაგრამ პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ ამაზე გამონაკლისის გარეშე ყველა ჩემს კოლეგას პროტესტის მკაფიო გამოხატვა გვქონდა.
რაც შეეხება დაგმობას, არ ვარ დაგმობის გამოხატვის სპეციალისტი, არ ჩამომართვათ ირონიზებაში, მაგრამ მე რაც შემეძლო, გავაკეთე, გავაკეთე საჯარო განცხადება და იგივე გააკეთეს ჩემმა კოლეგებმაც“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.