ლევან ბეჟაშვილი: “ქართულ ოცნებას”, პრაქტიკულად, არაფერი არ ექნება სათქმელი შარლ მიშელისთვის
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ბეჟაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა.
“ფაქტია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი დაარღვია “ოცნებამ”, ამიტომ, “ქართულ ოცნებას”, პრაქტიკულად, არაფერი არ ექნება სათქმელი შარლ მიშელისთვის. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ კვლავ ძალმომრეობისა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან დაპირისპირების გზა აირჩია”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.