ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია – მივესალმებით ზაზა გახელაძის გათავისუფლებას

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას მიესალმება.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შვებით მიესალმება ბატონი ზაზა გახელაძის გათავისუფლებას, რაც მოხდა ამ პოზიტიური შედეგის მისაღწევად ერთწლიანი უწყვეტი ძალისხმევის შემდეგ, მათ შორის ცხელი ხაზის და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ერგნეთის ფორმატში ფართო დისკუსიების გზით“, – ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ „ტვიტერზე“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები