რომის პაპი საავადმყოფოდან გაწერეს

რომის პაპი ფრანსისკე “აგოსტინო ჯემელის” სახელობის საავადმყოფოდან გაწერეს, სადაც 4 ივლისს ნაწლავის ოპერაცია ჩაუტარდა.

ამის შესახებ RaiNews24 იტყობინება.

პონტიფიკოსმა საავადმყოფოში 10 დღე გაატარა.

წმინდა საყდრის ბეჭდვის სამსახურის უფროსმა, მატეო ბრუნიმ თქვა, რომ პაპი აგრძელებს მკურნალობასა და რეაბილიტაციას, რაც მას საშუალებას მისცემს, რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს ვატიკანში.

თავდაპირველად, ვატიკანის ოფიციალურ წარმომადგენელს მიაჩნდა, რომ ფრანცისკე კლინიკაში 7 დღის განმავლობაში დარჩებოდა, თუ რამე სახის გართულება არ წარმოიქმნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები