ბრიტანეთის დაზვერვა რუსეთსა და ჩინეთიდან მომდინარე, ჯაშუშობის საფრთხეზე საუბრობს

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის უფროსმა ქვეყნის მოსახლეობა გააფრთხილა, რუსეთსა და ჩინეთიდან მომდინარე ჯაშუშობის საფრთხეს ისეთივე ყურადღებით მოეკიდონ, როგორც – ტერორიზმს.

მისი თქმით, უცხოელი ჯაშუშები ცდილობენ, მოიპარონ ტექნოლოგიები, დათესონ უთანხმოება და იერიში მიიტანონ ინფრასტრუქტურაზე.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

უსაფრთხოების სამსახურის (MI5) გენერალურმა დირექტორმა, კენ მაკკალუმმა განაცხადა, რომ ბრიტანულმა დაზვერვამ აღმოაჩინა უცხოელი ჯაშუშების მიერ დიდ ბრიტანეთში მოქალაქეებით მანიპულირების 10 ათასი შენიღბული მცდელობა.

მისი თქმით, უცხო ქვეყნების მხრიდან ჯაშუშობის შედეგები შეიძლება, იყოს ”იმედგაცრუებიდან დაწყებული, საარსებო წყაროს პოტენციურად დაკარგვით, სიცოცხლის დაკარგვით დამთავრებული”.

”დროთა განმავლობაში უნდა განვავითაროთ იგივე საზოგადოებრივი ცნობიერება და გამძლეობა სახელმწიფო საფრთხეების მიმართ, რასაც მრავალი წლის განმავლობაში ვაკეთებდით ტერორიზმთან მიმართებით”, – თქვა მან.

ბრიტანეთის დაზვერვაში აცხადებენ, რომ ჩინეთი და რუსეთი ცდილობდნენ კომერციულად კონფიდენციალური მონაცემების მოპარვასა და ინტელექტუალურ საკუთრებას, ასევე, პოლიტიკაში ჩარევასა და დეზინფორმაციის გავრცელებას.

მაკკალუმის თქმით, მთელმა ქვეყანამ უნდა იცოდეს საგარეო ჯაშუშობის საფრთხის შესახებ.

”ვხედავთ ბრიტანეთის დიდ უნივერსიტეტებსა და მკვლევრებს, როგორ ძარცვავენ ან აკოპირებენ მათ აღმოჩენებს; ჩვენ ვხედავთ კომპანიებს, რომლებიც განადგურებულია უპირატესობის დაკარგვით, რაზეც ისინი მუშაობდნენ. ეს დიდი მასშტაბებით ხდება. ეს ყველას გვეხება – ბრიტანეთში სამუშაო ადგილებს, ბრიტანეთში საზოგადოებრივ მომსახურებებს, ბრიტანეთის მომავალს”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები