სომხეთში მიწისძვრა მოხდა

სომხეთში, შირაქის ოლქში, სოფელ ბავრიდან 10 კილომეტრის დაშორებით დღეს 4,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ინფორმაციას სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ მიწისქვეშა ბიძგები 10 კილომეტრის სიღრმეშია დაფიქსირებული.

ბიძგები სოფლებში – ბავრასა და ლორში იგრძნობოდა.

დღეს ასევე ორი მიწისძვრა მოხდა საქართველოშიც, მათგან ერთი 11:04 საათზე, სოფელ სამებასთან – 4,0 მაგნიტუდის, მეორე 11:41 საათზე, ასევე სოფელ სამებასთან; თუმცა, ამჯერად, 3.1 მაგნიტუდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები