ამირან გამყრელიძე: ამ ეტაპზე, შემოსულია 28 ათასი დოზა “ფაიზერის” ვაქცინა

“ამ ეტაპზე, ჯავშნები იქნება 18 წლის ზემოთ, მაგრამ იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს, რომ Pfizer-ზე ასაკი დაიწევა 16 წლის ზემოთ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ,,ფაიზერის” დოზები ორ ნაწილად გაიყოფა.

„ამ ეტაპზე, შემოსულია 28 000 დოზა, რომელიც გაიყოფა ორ ნაწილად – 14 ათასად და 14 ათასად. მოგეხსენებათ, მეორე დოზა კეთდება 2 კვირის შემდეგ, ამიტომ, ყველა ადამიანს რომ შეხვდეს პირველად აცრილს, მათთვის გარანტირებული იქნება. ამ ეტაპზე ჯავშნები იქნება 18 წლის ზემოთ, მაგრამ იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს, რომ Pfizer-ზე ასაკი დაიწევა 16 წლის ზემოთ. ეს გაფორმდება მომავალ კვირის განმავლობაში მინისტრის ბრძანებით და უკვე მეორე პარტია რომ შემოვა ქვეყანაში, იქ უკვე ასაკი იქნება 16 წლის ზემოთ. ზედა ზღვარი არ არის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში Pfizer-ის ვაქცინები შემოვიდა. რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს 15:00 საათიდან შეეძლებათ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები