პროტესტის ნიშნად, ოთხმა ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა

“დაისაჯოს ყველა მოძალადე!” – პროტესტის ნიშნად, ოთხმა ტელეკომპანიამ:  “მთავარი არხი”, “ფორმულა”, “კავკასია” და “ტვ პირველი” – მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა.

მანამდე კი, რეგიონული არხების წარმომადგენლებმა ეთერი გუშინ, 13 ივლისს, 15:00 საათზე ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დროს 10 წუთით გათიშეს.

ამ დროისთვის, ოთხივე აღნიშნული ტელეკომპანიის ეკრანებზე მხოლოდ შავი ფონია გამოსახული, რომელზეც თეთრი ასოებით წერია იმ ჟურნალისტებისა და ოპერატორების სახელები და გვარები, რომლებიც 5 ივლისის მოვლენებისას დაშავდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები