Lufthansa-ს რეისებზე მგზავრებს გენდერულად ნეიტრალურად მიმართავენ
ავიაკომპანია Lufthansa-ში განაცხადეს, რომ ბორტზე მგზავრების მისალმების სახით აღარ გამოიყენებენ ფრაზას – “ქალბატონებო და ბატონებო”.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, გადავლენ გენდერული თვალსაზრისით ნეიტრალურ მისალმებაზე.
აღნიშნული ფრაზის ნაცვლად, გამოყენებული იქნება გენდერულად ნეიტრალური ფორმები, როგორიცაა “დილა მშვიდობისა” ან “ძვირფასო სტუმრებო”.
როგორც კომპანიის წარმომადგენელმა თქვა, ეკიპაჟს მოუწევს, აირჩიოს შეტყობინებები, რომლებიც ითვალისწინებს ყველა მგზავრს.
მისალმების კონკრეტულ ფორმას კაპიტანი ან ბორტგამცილებლები აირჩევენ.
ინოვაციები ასევე შეეხება Lufthansa-ს შვილობილ ავიაკომპანიებს: Austrian-ს Airlines-ს, Swiss, Eurowings-სა და ბრიუსელის ავიახაზებს.
კომპანიაში აღნიშნეს, რომ ახალ წესებზე გადასვლას შეიძლება, გარკვეული დრო დასჭირდეს.