დიმიტრი ხუნდაძე: სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების სახელფასო უთანაბრობა რეგიონსა და თბილისში მათსავე სასარგებლოდ უნდა გათანაბრდეს

სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების სახელფასო უთანაბრობა რეგიონსა და თბილისში მათსავე სასარგებლოდ უნდა გათანაბრდეს, – ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ანგარიშის მოსმენისას განაცხადა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ცენტრში მიმდინარე პროექტებზე. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა მედიკოსებს, ტექნიკურ პერსონალს, მძღოლებს, ხელმძღვანელებს კომიტეტის სახელით მადლობა გადაუხადეს პანდემიასთან ბრძოლის გზაზე მათი ფასდაუდებელი შრომისთვის.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანლის, სანდრო კალანდიას ინფორმაციით, ანგარიშმა მოიცვა აღნიშნულ სექტორში ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებები, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქმიანობა. მისივე განცხადებით, ცენტრი მოქალაქეებისთვის დახმარების აღმოჩენას უსაფრთხოების ნორმების ყველა კომპონენტის დაცვით უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები