უკრაინის შს მინისტრის გადადგომა ოფიციალურად დადასტურდა – ავაკოვის განცხადება
უკრაინის შს მინისტრმა, არსენ ავაკოვმა თანამდებობა დატოვა.
ინფორმაციას და ავაკოვის განცხადებას თანამდებობის დატოვების შესახებ, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
“უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შესახებ ” კანონის მე -18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დავწერე. მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს ერთობლივი შრომისთვის. მადლობა თითოეულ ოფიცერს, რიგითს თუ მოსამსახურეს!”, – ნათქვამია ავაკოვის განცხადებაში.
არსენ ავაკოვი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრად 2014 წლის 27 თებერვალს დაინიშნა.
თანამდებობაზე მისი ხელახლა დანიშვნა 2019 წლის 29 აგვისტოს მოხდა.
ავაკოვი წინა მთავრობის ორი მინისტრიდან ერთ-ერთია, რომელიც ახალი ხელისუფლების დროს მინისტრთა კაბინეტში დარჩა. 2020 წლის მარტში, ალექსეი გონჩარუკის მთავრობის დროსაც კი ავაკოვმა თანამდებობა შეინარჩუნა.