ლექსო ლაშქარავა მამის გვერდით დაკრძალეს
ტვ “პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა ჯიქიას სასაფლაოზე, მამის გვერდით დაკრძალეს. ოპერატორი უკანასკნელ გზაზე ახლობლებმა, სხვადასხვა მედიასაშუალების ოპერატორებმა, ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა ტაშით გააცილეს.
ლექსო ლაშქარავას ხსოვნის პატივსაცემად, მის საცხოვრებელ სახლთან „კამერების კორიდორი“ მოაწყვეს.
ტელეკომპანია „პირველის“ თანამშრომლებმა გარდაცვლილი ოპერატორის სახლთან ყველა ის სამუშაო ნივთიც მიიტანეს, რომელიც მას 5 ივლისის აქციის გაშუქებისას თან ჰქონდა და რომელიც ფიზიკური ძალადობის დროს დაუმსხვრიეს.
ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავა მედიის იმ წარმომადგენელთაგან ერთ-ერთია, რომელსაც 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო აქციაზე სცემეს.