დიეგო კოლასი: დიპლომატებმა გუშინ შსს-ში შეხვედრაზე დავადასტურეთ ძლიერი იმედგაცრუება, თბილისში 5 ივლისს ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო

საქართველოში საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი შს მინისტრთან გუშინ გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

მისი თქმით, დიპლომატებმა დაადასტურეს ძლიერი იმედგაცრუება, თბილისში 5 ივლისს კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის გამო.

„დიპლომატებს გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გვქონდა. დავადასტურეთ ძლიერი იმედგაცრუება თბილისში 5 ივლისს კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო.

განხეთქილების გამომწვევი სიტყვების ნაცვლად, ჩვენ მოვუწოდეთ მთავრობას, დაადასტუროს თავისი ვალდებულება, დაიცვას ყველა, მათ შორის, უმცირესობები და პრესა“, – წერს დიეგო კოლასი „ტვიტერში“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები