ესტონეთში 11 წლის გოგონა კორონავირუსით გამოწვეული ინსულტით გარდაიცვალა

ესტონეთში 11 წლის გოგონა კორონავირუსით გამოწვეული ინსულტით გარდაიცვალა. შემთხვევა მარტში მოხდა, თუმცა, მედიისთვის ფაქტი მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი.

ამის შესახებ Eesti Paevaleht-ი წერს.​

“თავდაპირველად, ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ინსულტით გამოწვეული ცერებრალური შეშუპება იყო. თუმცა, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ სინამდვილეში გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი გახდა”, – ნათქვამია მასალაში.

როგორც მედიას ტალინის ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიული კლინიკის ხელმძღვანელმა, რეეტ რაუკასმა განუცხადა, გოგონა საავადმყოფოში დილის საათებში, უგონო მდგომარეობაში ინსულტით შეიყვანეს. სავარაუდოა, რომ ინსულტი მას ღამის საათებში დაემართა, დილით კი გოგონა მშობლებმა უგონო მდგომარეობაში, კომაში მყოფი აღმოაჩინეს.

ის ფაქტი, რომ გოგონა კორონავირუსით იყო ინფიცირებული, საავადმყოფოში გამოვლინდა, ვინაიდან ყველა ჰოსპიტალიზებულ ადამიანს ვირუსზე ამოწმებდნენ.

Eesti Paevaleht -ი წერს, რომ წინა დღით გოგონა სტუმრად იმყოფებოდა და თავის ტკივილს უჩიოდა. მას თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა და, რაუკასის თქმით, პაციენტს ჯანმრთელობასთან არანაირი პრობლემები არ ჰქონია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები