მოლდოვაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პროდასავლურმა პარტიამ გაიმარჯვა

მოლდოვაში, 12 ივლისს ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, გამარჯვება პროდასავლელი მაია სანდუს პარტიამ – “მოქმედება და სოლიდარობამ” ხმების 52,8% მოიპოვა.

ქვეყნის ცესკო-ს მონაცემით, მეორე ადგილზე გავიდა სოცლიასტებისა და კომუნისტების პარტიის ბლოკი –  27,7%-ით;

მესამე ადგილი კი პარტია “შორ”-მა დაიკავა 5,74%-ით.

ამრიგად, პარლამენტში სანდუს პარტია 62-63 სავარძელს დაიკავებს, პრორუსული კოუმინისტებისა და სოციალისტების ბლოკი – 32, ხოლო “შორ”-ი – 6 ადგილს.

არჩევნების შედეგები სოციალისტთა პარტიის თავმჯდომარემ, ქვეყნის ყოფილმა პრორუსმა პრეზიდენტმა, იგორ დოდონმა უკვე აღიარა.

“ეს არის დემოკრატიის წესები. სახელისუფლებო პარტიების შეცვლა არჩევნების შედეგად ხდება. ამ შედეგებს ვიღებთ, როგორც დემოკრატიის ბუნებრივ გამოვლინებას. ხალხს სურდა ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება, მათ ეს მიიღეს. ვულოცავ პარტიასა და პრეზიდენტ მაია სანდუს ამ არჩევნებში გამარჯვებას. ახლა სრული ძალაუფლება აქვთ – პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა, საკონსტიტუციო სასამართლო,” – თქვა დოდონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები