ზაალ ანჯაფარიძე: ვერ მივიღებ მაღალ მატერიებზე საუბარს იმ ადამიანების მხრიდან, რომელთა შორის არიან რეპრესიული მანქანის შემოქმედნი და მათი მედია მსახურნი

„ის, რაც მოხდა ჩვენთან 5-6 ივლისს, მსგავსი რამ მომხდარა და არც ისე დიდი ხნის წინ, ჩვენზე უფრო განვითარებულ დემოკრატიებში, უფრო ძლიერი ინსტიტუტებით და თან გაცილებით უფრო ფართო და მძიმე მასშტაბით. არავინ არის ამისგან აბსოლუტურად დაზღვეული, მართლა სინჯარაში ხომ არ ვცხოვრობთ?!”, – ასე ეხმაურება გუშინ განვითარებულ მოვლენებს ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე.

მისი შეფასებით, გუშინ განვითარებული მოვლენების უკან რეპრესიული მანქანის შემოქმედები დგანან.

“ჩემს კედელზე დისკუსია მქონდა რამდენიმე ყოფილ კოლეგასთან იმ რეაქციებზე, რაც საზოგადოების ნაწილს აქვს 5-6 ივლისის მოვლენებზე და მათ შედეგებზე. ჩვენ ვერ შევთანხმდით, რაც ჩვეულებრივი ამბავია. ყველა საკუთარი სამრეკლოდან ვუყურებთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი – ნამდვილად ვერ მივიღებ მაღალ მატერიებზე საუბარს რუსთაველის პროსპექტზე გუშინ და დღეს შეკრებილთა მხრიდან, რომელთა შორის არიან რეპრესიული მანქანის შემოქმედნი და მათი მედია მსახურნი“, – წერს “facebook” გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები