უკრაინა ევროკავშირის მიერ ქვეყნის კოვიდსერთიფიკატების აღიარების პროცედურას იწყებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში დაიწყებენ უკრაინული კოვიდსერთიფიკატების მზადყოფნის შეფასებას ევროკავშირის მიერ აღიარების ნაწილში, ამის შემდეგ კი უნდა დაიდოს ორმხრივი შესაბამისი ხელშეკრულება.

ამის შესახებ სამინისტროს საზღვარგარეთ მოგზაურობის წესების შესახებ განმარტებაშია ნათქვამი.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ უკრაინას უკვე აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ორი ტიპის სერთიფიკატი – შიდა და საერთაშორისო, რომლებიც ძალაში შევა ცნობის პროცედურის დასრულების შემდეგ.

ასევე, აღინიშნება, რომ უკრაინა ერთ- ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც დაიწყო მოლაპარაკებები ევროკავშირთან COVID სერთიფიკატების ამოქმედებასა და აღიარებაზე, ასევე, პარალელურად, აწარმოებს ორმხრივ მოლაპარაკებებს ცალკეულ ქვეყნებთან დოკუმენტების ორმხრივ აღიარებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები